დღის სიახლეები
გაერო-ს განცხადებით, მარცვლეულით დატვირთული გემების უკრაინიდან მოძრაობა ხვალ განახლდება
გაერო-ს განცხადებით, მარცვლეულით დატვირთული გემების უკრაინიდან მოძრაობა დღეს არ იგეგმება და ის ხუთშაბათს განახლდება. ინფორმაციას "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე მარცვლეულის შეთანხმებაზე გაერო-ს კოორდინატორი, ამირ აბდულა ავრცელებს.
მისივე თქმით, უკრაინიდან მარცვლეულისა და საკვები პროდუქტების ექსპორტი უნდა გაგრძელდეს.
"მიუხედავად იმისა, რომ 2 ნოემბერს, შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის ფარგლებში, გემების მოძრაობა არ იგეგმება, მოლოდინი გვაქვს, რომ დატვირთული გემები ხუთშაბათს გაემგზავრებიან", - აღნიშნა გაერო-ს კოორდინატორმა, ამირ აბდულამ.
მსგავსი
09.12.2022 / 12:54
სტოლტენბერგი: "ვშიშობ, უკრაინის კონფლიქტი ნატო-რუსეთს შორის დიდ ომში გადაიზრდება"
22.11.2022 / 14:15
თუ ირანი რუსეთს ბალისტიკურ რაკეტებს მიაწვდის, ისრაელი უკრაინას იარაღით დაეხმარება
17.11.2022 / 14:25
იენს სტოლტენბერგი: "უკრაინაში ომი სავარაუდოდ მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება"
დღის გადაცემები