გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე დასავლელმა დიპლომატებმა ვერ დაამტკიცეს, რომ კიევი არ მონაწილეობდა შავი ზღვის ფლოტის გემებზე თავდასხმაში, - ამის შესახებ გაერო-ში რუსეთის წარმომადგენლის პირველმა მოადგილემ, დიმიტრი პოლიანსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, დასავლურმა დელეგაციებმა რუსეთი შექმნილი სიტუაციისთვის დაადანაშაულეს, გაიხსენეს უკრაინის ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული თავდასხმები, განაცხადეს, რომ მოსკოვის ნაბიჯების გამო მსოფლიოს შიმშილი ემუქრება და რუსეთს სასურსათო შეთანხმებაში დაუყოვნებლივ დაბრუნებისკენ მოიწოდეს.
შაბათს მოსკოვმა კიევი შავი ზღვის ფლოტზე თავდასხმაში დაადანაშაულა. მათი მტკიცებით, დრონები სამოქალაქო გემიდან გაუშვეს, რომელიც მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმების ფარგლებში გამოიყენებოდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რუსეთმა გუშინ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია.