დღის სიახლეები
გაეროში აშშ-ს მუდმივი წარმომადგენლის პოსტს ლინდა ტომას-გრინფილდი დაიკავებს [ვიდეო]
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა გაეროში ამერიკის მუდმივი წარმომადგენელის თანამდებობაზე ლინდა ტომას-გრინფილდი დაამტკიცა. მის კანდიდატურას მხარი კომიტეტის 18-მა წევრმა დაუჭირა, 4-მა კი ხმა წინააღმდეგ მისცა. გაეროში ამერიკის წარმომადგენლად ტომას-გრინფილდის დანიშვნის წინააღმდეგი იყო სენატორი ტედ კრუზიც, რის მიზეზადაც 2019 წელს ჩინეთის მთავრობის მიერ დაფინანსებულ კონფუცის ცენტრში დიპლომატის სიტყვით გამოსვლას ასახელებდა. ლინდა თომას-გრინფილდის კანდიდატურას სენატში კენჭს უახლოეს დღეებში უყრიან.
მსგავსი
დღის გადაცემები