24.11.2024 | 19:31
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
გაეროში რუსეთის ელჩი: "რუსეთი უკრაინის რუსოფობიურ დიქტატურად გადაქცევას ვერ შეეგუება"

უკრაინის, როგორც სახელმწიფოს განადგურება რუსეთის მიზანი არასოდეს ყოფილა, მაგრამ მოსკოვი ვერ შეეგუება, რომ ის რუსოფობიური დიქტატურა გახდეს, -ამის შესახებ რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაერო-ში ვასილი ნებენზიამ განაცხადა.

"რუსეთს, როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, არ აქვს უკრაინის, როგორც სახელმწიფოს ლიკვიდაციის მიზანი, თუმცა, ჩვენ არ შეგვიძლია და არ შევეგუებით იმ ფაქტს, რომ ჩვენს კართან საძულველი რუსოფობიური და ანტიქრისტიანული დიქტატურა ჩნდება,"- განაცხადა ნებენზიამ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე.

ამასთან, მისი მტკიცებით, რუსული რაკეტა, რომელიც დნიპროში ჩამოვარდა, უკრაინულმა სარაკეტო თავდაცვამ ჩამოაგდო.

"ქალაქის ინფრასტრუქტურის მიმართულებით გასროლილი რუსული რაკეტა უკრაინულმა სარაკეტო თავდაცვამ ჩამოაგდო. რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა საცხოვრებელ უბანში, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევით, იყო განთავსებული“, - აღნიშნა ნებენზიამ.

დღის გადაცემები