დღის სიახლეები
"გაზპრომმა" ლატვიას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუჩერა
ბუნებრივი აირის მწარმოებელმა რუსულმა კომპანია "გაზპრომმა" ლატვიას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუჩერა. როგორც კომპანია Telegram-ის ოფიციალურ არხზე აცხადებს, ლატვიისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების შეჩერების მიზეზი მოსკოვსა და დასავლეთს შორის არსებული დაძაბულობა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული მკაცრი სანქციებია. ამასთან "გაზპრომმა" ოთხშაბათს 20%-ით შეამცირა გაზის მიწოდება ევროპისთვის.
ცნობისთვის, რუსეთმა ბუნებრივი აირის მიწოდება უკვე შეუჩერა პოლონეთს, ბულგარეთს, ფინეთს, ნიდერლანებსა და დანიას. აღნიშნულმა ქვეყნებმა რუსული გაზის რუბლში შესყიდვაზე უარი განაცხადეს.
მსგავსი
დღის გადაცემები