24.11.2024 | 19:48
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
გამოცემა "ნიუ-იორკ ტაიმსი": "რუსეთთან ბელგიის სავაჭრო ბრუნვა თებერვლის შემდგომ პერიოდში 81%-ითაა გაზრდილი, ესპანეთის კი 53%-ით"
როგორც გამოცემა წერს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ რიგმა ქვეყნებმა რუსეთს ეკონომიკისთვის ზიანის მიყენების მიზნით სანქციები დაუწესეს, მაგრამ ნავთობის, გაზის და ნედლეულის მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ექსპორტიორთან წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული სავაჭრო ურთიერთობის გაწყვეტა ადვილი არ აღმოჩნდა.
 "ნიუ - იორკ ტაიმსი: "სანქციების და სავაჭრო შეზღუდვების დაწესების შემდეგ რუსეთში ექსპორტი შემცირდა, მაგრამ რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის ჩინეთმა და თურქეთმა, გააღრმავა რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები.
  განსხვავებული სურათია რუსეთიდან იმპორტთან მიმართებაში. ქვეყნებს გაუჭირდათ რუსული ნედლეულის გარეშე ცხოვრება და რუსეთიდან იმპორტირებული საქონლის ღირებულება ზოგ ისეთ ქვეყნებშიც კი გაიზარდა, რომლებსაც მის წინააღმდეგ სხვადასხვა სახის შეზღუდვები აქვთ დაწესებული.
  "ნიუ-იორკ ტაიმსის” თანახმად, ასეთ ქვეყნებს შორის არიან ბელგია (+130%), ესპანეთი (+112%), ნიდერლანდები (74%), იაპონია (+40%), გერმანია (+38%).
  თებერვალში უკრაინაში შეჭრის შემდგომი პერიოდის საშუალო თვიური სავაჭრო ბრუნვა (ექპორტის და იმპორტის ჯამი) წინა ხუთი წლის საშუალო თვიურთან შედარებით ბელგიაში 81%-ით არის გაზრდილი, ესპანეთში – 57%-ით, ნიდერლანდებში – 32%-ით, ნორვეგიაში – 16%-ით, იაპონიაში – 13%-ით.
  არსებული მონაცემები ცხადყოფს, რომ რუსეთის ეკონომიკა ღრმად არის გადაჯაჭვული გლობალურ ეკონომიკასთან და დასავლეთის მცდელობებს, გამოიყენოს სანქციები და სხვა ზომები რუსეთის ეკონომიკისთვის ძირის გამოსათხრელად, ჯერჯერობით მცირე ეფექტი აქვს. მონაცემთა ანალიზი გვიჩვენებს, რომ წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული რუსეთის ეკონომიკური კავშირები ევროპასთან ნელ-ნელა იშლება, მაგრამ იქმნება ახალი ალიანსები და რუსული საქონელი სხვა ქვეყნებში გადის".
დღის გადაცემები