დღის სიახლეები
განათლების სამინისტრომ ახალი რეკომენდაციები შეიმუშავა [ვიდეო]
განათლების სამინისტრომ სწავლის დაწყების პირობებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა ხელშეწყობის მიზნით, სკოლებისთვის შესაბამისი რეკომენდაციები შეიმუშავა. მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესის ორგანიზება სკოლებში აქტიურად მიმდინარეობს. განახლებული რეკომენდაციები მოსწავლეებისთვის პირბადის მოხმარების წესს ითვალისწინებს. კერძოდ, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე პირბადის ტარება არ შეუძლია, შესაძლებლობა ექნება სკოლის ტერიტორიაზე პირბადის გარეშე გადაადგილდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით მოსწავლის მშობელმა სკოლის დირექციას განცხადებით უნდა მიმართოს.
მსგავსი
დღის გადაცემები