24.11.2024 | 23:50
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
გარემოს დაცვის სპეციალისტები აღნიშნული უწყების  განცალკევებასაც მოითხოვენ [ვიდეო]

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაანონსებული გაყოფის შემდეგ,  გარემოს დაცვის სპეციალისტები აღნიშნული უწყების  განცალკევებასაც მოითხოვენ. ეკოლოგები განმარტავენ, რომ ორი სტრატეგიულად განსხვავებული მიმართულება სპეციფიკურ საქმიანობას საჭიროებს და უწყებების გაერთიანებამ სფეროებში არსებული კრიზისი კიდევ უფრო გააღრმავა.

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეუნეობის სამინისტროს გაერთიანებას  სპეციალისტები 2017 წელსვე აპროტესტებდნენ. ნინო ჩხობაძის აზრით უწყებებს შორის ინტერესთა კონფლიქტი გაჩნდა, რამაც ხარვეზები ყველა მიმართულებით შექმნა. გარემოს დაცვის  ყოფილი მინისტრი აცხადებს, რომ  პანდემიის გამო ეკოლოგიის გაჯანსაღების მიმართულებით  მეტი სამუშაო იქნება გასაწევი, რაც უახლოეს მომვალში სამინისტროს გაყოფის ერთი- ერთი მთავარი მიზეზი გახდება.

 

აგრარული სფეროს სპეციალისტები ფიქრობენ, რომ უწყებების გაერთიანებით სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფუნქციები შეიკვეცა.

დღის გადაცემები