27.11.2024 | 14:31
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი: "9 საწარმოში პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოების ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტები გამოვლინდა"

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, 9 საწარმოში პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოების ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტები გამოვლინდა. მათი ინფორმაციით, ჯამში, 1 მილიონ 300 ათასზე მეტი ერთეული პოლიეთილენის პარკი დალუქეს.

"გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოს ინტეგრირებული სამსახურის თანამშრომლებმა, თბილისსა და რეგიონებში, 28 ობიექტი შეამოწმეს.

9 საწარმოში პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოების ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტები გამოვლინდა. ჯამში, 1 მილიონ 300 ათასზე მეტი ერთეული პოლიეთილენის პარკი დალუქეს. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნება.

4 საწარმოში დანადგარები განთავსებული აღარ არის და, შესაბამისად, არ ფუნქციონირებს. ინსპექტირების შედეგად, 15 საწარმოში დარღვევა არ დაფიქსირდა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ პარკების მწარმოებელი კომპანიების შემოწმებამ მასშტაბური და სისტემატური სახე მას შემდეგ მიიღო, რაც საქართველოში აიკრძალა პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია. ინსპექტირების მიზანია, საცალო ქსელში არ მოხვდეს პლასტიკის პარკები და შესაბამისად, შემცირდეს გარემოს დაბინძურება",-აღნიშნულია ინფორმაციაში.

დღის გადაცემები