გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 21 ფაქტი გამოავლინეს და პრევენციული ღონისძიებებიც გაატარეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, უკანონო თევზჭერის 6 ფაქტი გამოავლინეს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა. 3-3 სამართალდარღვევა აღკვეთეს კახეთის, დასავლეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა. 2 სამართალდარღვევა გამოვლენილია აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ.
"გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლების მიერ თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე 1 სამართალდარღვევა გამოვლინდა.
უკანონო თევზჭერის მიმართულებით გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად, თბილისის ზღვიდან, ჟინვალის წყალსაცავიდან, ასევე, შაორისა და საწირის ტბებიდან ამოღებულია, ჯამში, 4000 მეტრზე მეტი სიგრძის სახლართი ტიპის ბადე.
ვინაიდან ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემგდომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა",- ნათქვამია ინფორმაციაში.