ორწელიწად ნახევრის წინ მთავრობამ გადაწყვიტა განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროები გაერთიანებულიყო. მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა არგუმენტად საბიუჯეტო სახსრების შემცირება დაასახელა. მიაჩნდათ, რომ გამსხვილებული სამინისტრო საკუთარ უფლება-მოვალეობებს უკეთ გაართმევდა თავს და ხარჯებიც მნიშვნელოვნად შემცირდებოდა. მთავრობის კაბინეტი იმითაც იწონებდა თავს, რომ რეფორმის შედეგებს მეზობელ ქვეყანას - სომხეთსაც უზიარებდნენ.
განათლებისა და კულტურის სამინისტროების გაერთიანებას თავიდანვე ეწინააღმდეგებოდა რეზო აფხაზავა. განათლების ექსპერტი იხსენებს, რომ მისი თანამოაზრეების პოზიცია მთავრობამ თავის დროზე არ გაითვალისწინა. მთავრობას ახალ ინიციატივას უქებს, თუმცა როგორც გარეტანების შემთხვევაში ახლაც გაუგებარია მისთვის გადაწყვეტილებას რა უდევს საფუძვლად. აფხაზავა ამბობს, რომ ხელისუფლების მხრიდან გაუაზრებელი გადაწყვეტილებები სისტემას მნიშვნელოვნად აზიანებს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით კულტურის მინისტრის პოსტზე თეა წულუკიანისა და ელისო ბოქვაძის კანდიდატურები განიხილება. თავად ადრესატებს ამ თემაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.