24.11.2024 | 21:01
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
გაძვირდება თუ არა პურის ფასი?!

საქართველოში, ფქვილი გაძვირდა, მაგრამ პურის გაძვირება ჯერჯერობით მოსალოდნელი არ არის- ასეთია „პურის მცხობელთა ასოციაციის" თავმჯდომარის მალხაზ დოლიძის პოზიცია.

არსებული ინფორმაციით, საქართველოში ხორბლის ერთთვიანი მარაგია და ქვეყანაში ფქვილზე დეფიციტის შექმნა მოსალოდნელი არ არის. გეოპოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე, ერთი ტონა ხორბლის ფასი 20-25 პროცენტის ფარგლებშია გაძვირებული და სახელმწიფო პურის ფასის სუბსიდირებას განიხილავს.

ლევან სილაგავას თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო მოსალოდნელია, რუსეთიდან ხორბლის შემოტანაზე გაჩნდეს ლოგისტიკური პრობლემები, აქედან გამომდინარე, ხორბლის ალტერნატიული ქვეყნებიდან, ყაზახეთიდან ან რუმინეთიდან შემოტანა განიხილება.

დღის გადაცემები