24.11.2024 | 20:59
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
გაძვირებული ცხოვრება, უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეები და გაუფასურებული ეროვნული ვალუტა

გაძვირებული ცხოვრება, უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეები და გაუფასურებული ეროვნული ვალუტა - ეს არის დღეს საქართველოში არსებული  მძიმე რეალობა. ყოველდღიურად იზრდება პირველადი მოხმარების ნივთებზე და მედიკამენტებზე ფასები. საკუთარ მძიმე ყოფაზე მოქალაქეები საჯაროდ საუბარს არ ერიდებიან. არასტაბილური ლარის კურსის გამო  იმ ადამიანებს, რომლებსაც სასესხო ვალდებულებები უცხოურ ვალუტაში აქვთ აღებული თანხების გადახდა უჭირთ.


ქვეყანში არსებულ ეკონომიკური კრიზისის ფონზე სასესხო ვალდებულებები აღარ გადავადდება. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, პაპუნა ლეჟავას განცხადებით, მოსალოდნელი არაა, რომ ბანკებმა მსესხებლებს სესხების დაფარვის საყოველთაო გადავადება მესამედაც შესთავაზონ.


ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ კრიზისზე და მოქალაქეთა გაჭირვებაზე წლებია საუბრობენ "პტრიოტთა ალიანსში". პარტიის აღმასრულებელი მდივანი ხელისუფლების არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე საუბრობს და  ქვეყანაში არსებული მძიმე ვითარების გამოსასწორებლად გამოსავალს ხელისუფლების შეცვლაში ხედავს.


მოსახლეობა ხელისუფლებას 8 წლიან მუშაობას უწუნებს. როგორც თავად აცხადებენ,  ამხნის განმავლობაში მათი სოციალური მდგომარეობა არ იცვლება. მმართველი გუნდი კი დამაჯერებლად გვარწმუნებს, რომ სიღარიბის მაჩვენებელი გაუმჯობესდა და ლარის კურსსაც არაფერი ემუქრება. 

დღის გადაცემები