27.11.2024 | 05:46
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

"ენერგო-პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 აგვისტოს 09:30-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში წოდორეთი, მსხალდიდი, მუხათწყარო, თხინვალა, ლისი და მიმდებარე სოფლებში; 11:30-დან 13:30 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ბაზალეთი, მლაშე, ბერთამთა, ბაგიჭალა, საშაბურო და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 15:00 საათამდე ყაზბეგის რაიონის სოფლებში გუდაური, ქუმლისციხე, ქვეშეთი, სეთურნი და მიმდებარე სოფლებში; 12:05-დან 15.05 საათამდე ნიჩბისი, ახალი ნიჩბისი, ქვემო ნიჩბისი, ზემო ნიჩბისი, სასხორი, ხიდისყური, მისაქციელი, კასუმლო და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

დღის გადაცემები