დღის სიახლეები
გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი საფრანგეთიდან სამშობლოში ჩამოასვენეს [ვიდეო]
საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდლის, გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი საფრანგეთიდან სამშობლოში ჩამოასვენეს. ემიგრაციაში გარდაცვლილი ქართველი გენერლის პატივის მისაგებად ოფიციალური ღონისძიება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა, რომელსაც ქვეყნის პირველი პირები დაესწრნენ. საქართველოს ჰიმნის გაჟღერების შემდეგ დამსწრე საზოგადოებამ, ეროვნული გმირის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო. გიორგი კვინიტაძის ნეშტი აეროპორტიდან სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი 26 მაისამდე გაგრძელდება. გენერალს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ.
მსგავსი
დღის გადაცემები