დღის სიახლეები
გენო პეტრიაშვილი ტოკიოს ოლიმპიადაზე ნახევარფინალში გავიდა [ვიდეო]
თავისუფალი სტილით მოჭიდავემ გენო პეტრიაშვილმა ტოკიოს ოლიმპიადაზე დილის პროგრამა წაუგებლად გაიარა და ნახევარფინალში გავიდა. 125 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველ ნომრად განთესილმა პეტრიაშვილმა ეგვიპტელი 11:0 დაამარცხა, მეოთხედფინალში კი, ჩინელ მეტოქეს ანგარიშით 5:2 სძლია. ნახევარფინალში გენო პეტრიაშვილი ირანელ ამირ ჰუსეინ ზარეს დაუპირისპირდება.
მსგავსი
დღის გადაცემები