დღის სიახლეები
გერმანია, დანია და ნორვეგია უკრაინას 16 სლოვაკური ჰაუბიცით მოამარაგებენ
შემდეგი წლიდან გერმანია, დანია და ნორვეგია უკრაინას 16 სლოვაკურ ჰაუბიცა Zuzana-2-ით მოამარაგებენ. ინფორმაციას სააგენტო "როიტერსი" გერმანიის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შორი მოქმედების იარაღი, რომელსაც წუთში ექვსი ჭურვის 40-კმ მანძილზე გასროლა შეუძლია, სლოვაკეთში აიწყობა.
სამი ევროპული ქვეყანა სისტემებზე 92 მილიონ ევროს დახარჯავს.
მსგავსი
დღის გადაცემები