დემონსტრაციაში ათასობით ადამიანი და სხვადასხვა პოლიტიკური ძალა მონაწილეობდა. მათ გერმანიის ფედერალური მთავრობის მიერ შემუშავებული ენერგეტიკული და სოციალური პოლიტიკა გააპროტესტეს.
აქციებში მონაწილეობდნენ მემარცხენე პარტიები, რომელთა ლოზუნგი იყო "ცხელი შემოდგომა სოციალური სიცივის წინააღმდეგ", ასევე, ულტრამემარჯვენე ჯგუფები, როგორიცაა, მაგალითად, "თავისუფალი საქსონია", რომლის წევრებიც უკვე ორი კვირაა, ითხოვენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაუქმებას.
აქციის დროს ლაიფციგის მოედანზე მობილიზებული იყო პოლიცია, რომელიც ორი მიტინგის მონაწილეების დაპირისპირების თავიდან აცილებას ცდილობდა. მიუხედავად ამისა, მცირე ინციდენტები აქციაზე მაინც მოხდა. აქციების ზოგიერთი მონაწილე უკრაინისთვის იარაღის მიწოდების ნაცვლად დიპლომატიის გააქტიურებას მოითხოვდა. იყვნენ ისეთებიც, ვინც გაზსადენ "ჩრდილოეთი ნაკადი - 2-ის" დაუყოვნებლივ გახსნას ითხოვდნენ.
დემონსტრაციები ლაიფციგში მას შემდეგ გაიმართა, რაც გერმანიაში ენერგო მატარებლებსა და საკვებ პროდუქტებზე ფასები მკვეთრად გაიზარდა.
დღის სიახლეები
გერმანიაში ენერგომატარებლებზე გაზრდილი ფასები გააპროტესტეს
მსგავსი
დღის გადაცემები