გერმანიაში საარჩევნო კამპანია დასასრულს უახლოვდება. ქრისტიან-დემოკრატები არმინ ლაშეტის ხელმძღვანელობით, რომელიც უცვლელი კანცლერის ანგელა მერკელის მემკვიდრედ ითვლება, ყურადღებას ეკონომიკური და კლიმატური პირობების გაუმჯობესებაზე ამახვილებენ. სოციალ-დემოკრატები ოლაფ შოლცის მეთაურობით მოქალაქეებს სტაბილურ პენსიას და მინიმალურ ხელფასს - 12 ევროს საათში პირდებიან. მწვანეთა პარტიისა და მათი ლიდერისთვის ანალენა ბერბოკისთვის კი ინტერნეტთან და მაღალ ტექნოლოგიებთან წვდომაა უმნიშვნელოვანესი, რაც მათი აზრით მჭიდროდ არის დაკავშირებული დემოკრატიულ უფლებებთან და თავისუფლებებთან. ბერბოკი ამომრჩეველს ასევე ეკოლოგიური ტრანსპორტის განვითარებას პირდება. გამოკითხვების თანახმად, არც ერთი პარტია მთავრობის ფორიმრებას დამოუკიდებლად ვერ მოახერხებს და მინიმუმ სამი პოლიტიკური ძალის კოალიცია იქნება საჭირო. არჩევნები გერმანიაში 26 სექტემბერს გაიმართება.
დღის სიახლეები
გერმანიაში საარჩევნო კამპანია სრულდება [ვიდეო]
მსგავსი
დღის გადაცემები