დღის სიახლეები
გერმანიაში, საქსონია-ანჰალტის მხარეში ანგელა მერკელის პარტია იმარჯვებს [ვიდეო]
გერმანიაში, საქსონია-ანჰალტის მხარეში გამართულ არჩევნებში გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის პარტია იმარჯვებს. გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის მონაცემების მიხედვით, ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა, ხმების 36 პროცენტი მიიღო. მეორე ადგილზე გავიდა პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“. წინასწარი მონაცემებით, მათ ამომრჩეველთა 22-23 პროცენტი მიემხრო. მემარცხენეებმა მიიღეს 11 პროცენტი, სოციალ-დემოკრატებმა – 8 პროცენტი, მწვანეება 6 პროცენტი, თავისუფალმა დემოკრატებმა 6,5 პროცენტი. საყოველთაო არჩევნები გერმანიაში 26 სექტემბერს არის დაგეგმილი.
მსგავსი
დღის გადაცემები