გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში დაძაბული ბრძოლა ორ მთავარ პოლიტიკურ ძალას - "ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირსა" და სოციალ-დემოკრატებს“ შორის გაიმართა. ეგზიტპოლების თანახმად, ხმების სხვაობა დაახლოებით 1,5% -ს შეადგენს სოციალ -დემოკრატების სასარგებლოდ. კონსერვატორებისთვის, ამჯერად არმინ ლაშკეტის ხელმძღვანელობით, ეს არის ყველაზე ცუდი შედეგი ალიანსის ისტორიაში. გერმანიის საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური წინასწარი მონაცემებით, მემარცხენე სოციალ-დემოკრატები 25.8 პროცენტით იმარჯვებენ, ქრისტიან-სოციალური კავშირის ალიანსს კი 24.1 პროცენტი აქვს. „პირველად 16 წლის განმავლობაში ანგელა მერკელი არ იყრის კენჭს გერმანიის კანცლერის პოსტზე. ეს იყო 16 კარგი წელი გერმანიისთვის და ამიტომ, პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო მთავრობის მეთაურს მისი კარგი მუშაობისთვის“ - აცხადებს ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერი არმინ ლაშეტი. მიუხედავად ხმების დაკარგვისა, კანცლერის კანდიდატი არმინ ლაშეტი მანდატის მიღებას კოალიციიური მთავრობის შესაქმნელად მაინც აპირებს. კანდიდატი კანცლერის პოსტზე ოლაფ შოლცი ასევე ელოდება კენჭისყრის ოფიციალურ შედეგებს. ბუნდესტაგი გერმანიის კანცლერს მანამდე არ აირჩევს, ვიდრე მმართველი კოალიცია არ შეიქმნება. ამას შესაძლოა თვეები დასჭირდეს. ახალი კანცლერის არჩევამდე კანცლერის მოვალეობას ანგელა მერკელი შეასრულებს. მემარცხენე-ცენტრისტული „სოციალ-დემოკრატების“ კანცლერობის კანდიდატი ოლაფ შოლცი იმედოვნებს, რომ კოალიციის შექმნასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები საშობაოდ დასრულდება.
დღის სიახლეები
გერმანიის არჩევნებში სოციალ-დემოკრატრები მცირე უპირატესობით ლიდერობენ [ვიდეო]
მსგავსი
დღის გადაცემები