ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი გერმანიის ხუთწლიანი ვადით პრეზიდენტად მეორე მეორედ აირჩიეს. მის კანდიდატურას მხარი ფედერალური ასამბლეის წევრთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაუჭირა. ფერედალური ასამბლეა სპეციალური საკონსტიტუციო ორგანოა, რომელიც პრეზიდენტის ასარჩევად იკრიბება და 1472 დელეგატისგან შედგება, შტაინმაიერმა კი 1045 ხმა მიიღო. თავდაპირველად მის კანდიდატურას თითქმის ყველა მსხვილმა პარტიამ დაუჭირა მხარი. გერმანიის პრეზიდენტი ძირითადად წარმომადგენლობით ფუნქციებს ასრულებს. საგარეო და საშინაო პოლიტიკას მთავრობა მართავს, რომელსაც კანცლერი ხელმძღვანელობს. გერმანიის პრემიერ-მინისტრის ოლაფ შოლცის თქმით, შტაინმაიერმა წარსულში აჩვენა, რომ შეუძლია უშუალოდ ისაუბროს მოქალაქეებთან, უზრუნველყოს საზოგადოების ერთიანობა და ასევე სწორი მიმართულება მისცეს მას. მისივე თქმით, დღეს ქვეყანას სწორედ ასეთი პრეზიდენტი სჭირდება.