24.11.2024 | 19:06
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
გვანცა ულუმბელაშვილი „კაუნასთან“ ერთად, ბალტიის ფრენბურთის ლიგის ჩემპიონი გახდა

საქართველოს ნაკრების ფრენბურთელი, გვანცა ულუმბელაშვილი ლიეტუვის TK Kaunas-თან ერთად ბალტიის ლიგის გამარჯვებული გახდა.

ესტონეთში გამართულ ფინალურ შეხვედრაში ლიეტუვური გუნდების დაპირისპირება გაიმართა, რომელიც "კაუნასის" გამარჯვებით, 3:1 (22:25, 25:16, 25:13, 25:15) დასრულდა.

ქართველი ფრენბურთელი ფინალურ მატჩში, "აუსრინეს" წინააღმდეგ, ერთ-ერთი საუკეთესო იყო და გუნდს 12 ქულა მოუტანა.
ულუმბელაშვილის "კაუნასმა" ზედიზედ მეორედ მოახერხა აღნიშნულ ტურნირზე გამარჯვების მოპოვება.

დღის გადაცემები