24.11.2024 | 20:35
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
გია აბაშიძე ფარულ აუდიოჩანაწერზე: "დავიჯეროთ თავის დროზე, კელი დეგნანის ყოვლისმომცველ ყურადღებას გამორჩა ეს კრიმინალური აუდიოჩანაწერი?"

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ხელახლა გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერს ეხმიანება, რომელიც ნიკა გვარამიასა და საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის საუბარს ასახავს, რომლის მიხედვითაც, გვარამია მოსამართლეს "რუსთავი 2-ის" საქმეზე გადადგომის სანაცვლოდ თანხას სთავაზობდა.

"დავიჯეროთ თავის დროზე, კელი დეგნანის ყოვლისმომცველ ყურადღებას გამორჩა ეს კრიმინალური აუდიოჩანაწერი? ცხადია არა! კონიუნქტურა ის იყო, რომ "თავისუფლების მედროშე მედიამენეჯერი", სინამდვილეში კი, ვიშინსკის ერთგული მემკვიდრე, "რუსთავი 2"-ის მძარცველი "უმანკოა". შემდგომში, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლეზე იყო საელჩოს ატაშეს ზეწოლა და ამერიკაში სემინარზე გამგზავრებიდან ჩახსნა.

არც მიკვირს. თავად აშშ-ში, ამერიკელი კონსერვატორები დიდი ხანია ამბობენ - დიდი ტყუილია მემარცხენეების პროპაგანდა მრავალფეროვნებასა და თანასწორობაზე", - წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

დღის გადაცემები