24.11.2024 | 20:43
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
გია ვოლსკი: "ლევან იოსელიანს აქვს რესურსი გახდეს სახალხო დამცველი თუ ის დაძლევს პოლიტიკურ წარსულს, საიდანაც მოდის"

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ვოლსკის განცხადებით, ლევან იოსელიანს აქვს რესურსი გახდეს სახალხო დამცველი თუ ის დაძლევს პოლიტიკურ წარსულს, საიდანაც ის მოდის.

გია ვოლსკის განცხადებით, ასეთ შემთხვევაში საპარლამენტო უმრავლესობა დაუჭერს იოსელიანს მხარს, თუ იქამდე სახალხო დამცველობის უკეთესი კანდიდატი წარმოდგენილი არ იქნება.

"იდეალური გადაწყვეტილების ძებნაში შეიძლება დიდი დრო გავიდეს და სახალხო დამცველის ინსტიტუტი საკმაოდ სერიოზულად დაზიანდეს. ვფიქრობ, რომ ახალი ვერსიაა საჭირო, ამ ინსტიტუტის ახალი ვერსია, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნება. შეიძლება ყველასთვის სასიხარულო დასკვნები არ გააკეთოს, მაგრამ განცდა ობიექტურობისა უნდა ჰქონდეს, ნებისმიერ ადამიანს - პოლიტიკოსს თუ არაპოლიტიკოსს, რომ მას სამართლიანი შენიშვნა მისცეს, რომ არსებობს რესურსი, რომლითაც შეიძლება გამოასწორო ნაკლოვანება. იოსელიანს, მასთან პიროვნული ურთიერთობიდან გამომიდნარე თუ ვიმსჯელებთ, აქვთ ამის რესურსი, მაგრამ არ ვართ ჯერ დარწმუნებული, რომ ის გათავისუფლდება იმ პოლიტიკური აურიდან, რომლიდანაც მოდის. ოპოზიციონერია და ოპოზიციური რაკურსით განიხილავს ყველაფერს. ფსიქოტიპი ჩამოყალიბდა ასეთი. თუკი აქვს რესურსი, დაძლიოს და გადალახოს ეს ნაკლოვანება, მხარიც უნდა დავუჭიროთ, თუ უკეთესი კანდიდატურა არ იქნება წარმოდგენილი. ის არის საკმაოდ კომპეტენტური, განათელებული, სანდო და არ ეტყობა, რომ რაღაც კონიუნქტურული გადაწყვეტილება მიიღოს. მაგრამ კიდევ ერთხელ გიმეორებთ, რომ მისი ბექგრაუნდი არის პოლიტიკური, ის მოდის გარკვეული ოპოზიციური პლატფორმიდან, სადაც ოპოზიციური პლატფორმის გაძლიერება არის პანაცეა, იდეაფიქსი, რომ ოღონდ საპირისპირო თქვან იმ გადაწყვეტილებების, პოზიციების, რომელიც უმრავლესობას აქვს. სამართლიანობა, ობიექტურობა და კომპეტენტურობა არის მოთხოვნა კანდიდატის მიმართ, რომელიც იქნება ამ პოსტზე წარმოდგენილი",- განაცხადა გია ვოლსკიმ.

დღის გადაცემები