აგამოძიებო უწყებები ყველა ზომას მიმართავენ, რომ შესაბამისი სამართლებრივი შედეგი დადგეს და დაწყებული კეზერაშვილით, დამთავრებული ნებისმიერი პიროვნებით, ვინც ჩართულია ამ საუკუნის თაღლითობაში, იქნეს პასუხისგებაში მიცემული, - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა.
მისივე თქმით, საგამოძიებო უწყებები, თავის კომპეტენციის ფარგლებში, ყველა ზომას მიმართავენ, რომ აღნიშნული საქმე სათანადოდ იქნას გამოძიებული.
"ოპოზიცია რაზე წუხს არ მესმის. რა ადარდებთ, რატომ არ ვიძიებთ ამ საქმეს? საგამოძიებო უწყებები, ბუნებრივია, თავის კომპეტენციის ფარგლებში ყველა ზომას მიმართავენ, რომ შესაბამისი საქმე იქნას სათანადოდ გამოძიებული, მაგრამ ჩვენი ოპონენტები რატომ არ ღელავენ კეზერაშვილზე? რატომ არ ამბობენ და არ აკეთებენ კომენტარს იმაზე, რომ მისგან დღემდე იღებენ ევროპელი პენსიონერებისგან მოპარულ ფულს? რატომ არ აკეთებს ის ტელევიზია განცხადებას, რომელიც პირდაპირ ფინანსდება ევროპელი პენსიონერებისგან მოპარული ფულით და ა.შ. ჩვენს კოლეგებს ოპოზიციაში ვურჩევდი, რომ პირველ რიგში, ამ საკითხებით დაინტერესდნენ. რაც შეეხება საგამოძიებო ნაწილს, აქ ჩართული არიან ჩვენი მოქალაქეები, თუ უცხოელი მოქალაქეები, ბუნებრივია, საგამოძიებო უწყებები ყველა ზომას მიმართავენ, რომ გამოძიება ობიექტურად წარიმართოს და შესაბამისი სამართლებრივი შედეგი დადგეს," - განაცხადა ამილახვარმა.