24.11.2024 | 21:11
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
გიორგი ლომია: "ამერიკის ამოცანაა, რომ წაგებული იყოს რუსეთი და წაგებული იყოს ევროპაც"

''ამერიკის ამოცანაა, რომ წაგებული იყოს რუსეთი და წაგებული იყოს ევროპაც'' - განაცხადა ''პატრიოტთა ალიანსის'' ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ლომიამ ''ობიექტივის'' ეთერში.

როგორც ლომიამ აღნიშნა, ომის გაჭიანურებით დაინტერესებულია ვაშინგტონი.

''რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება შესაძლებელია თუ მოხდება მოლაპარაკება რუსეთსა და ვაშინგტონს შორის და არა მოსკოვსა და კიევს შორის. რადგან ჩვენ კარგად გვესმის, რომ ზელენსკის ხელისუფლება არ არის დამოუკიდებელი და ემორჩილება ვაშინგტონს. ომის გაჭიანურება სჭირდება ვაშინგტონს, რადგან ამერიკაში კონკრეტული ჯგუფები შოულობენ ძალიან დიდ ფულს ომების ხარჯზე, ეს უკრაინა იქნება, სირია, ერაყი თუ რომელიმე სხვა ქვეყანა. ფული იშოვება, როგორც იარაღის გაყიდვაში, ასევე ჰუმანიტარული დახმარების, სვხადასხვა პროდუქციის გაგზავნაში.

ამერიკის  პოლიტიკური მიზანია რუსეთის დასუსტება, მაგრამ რუსეთთან ერთად ასევე ასუსტებენ ევროპასაც, რადგან დასუსტებული ევროპა ისევ ამერიკას მიმართავს. დღეს უკვე გვესმის განცხადებები, რომ  ევროპა მზად არის უფრო ძვირად იყიდოს უხარისხო  ბუნებრივი აირი და სხვადასხვა პროდუქცია ამერიკიდან. ამერიკის ამოცანაა,რომ წაგებული იყოს რუსეთი და წაგებული იყოს ევროპაც'',- განაცხადა გიორგი ლომიამ.

დღის გადაცემები