24.11.2024 | 21:15
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
გიორგი ლომია - თუ 25 მარტს,  საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს წვრთნები ჩატარდება, ეს კონფლიქტის მიზეზად შეიძლება იქცეს

რუსეთი ეგრევე სამხედრო ოპერაციას არ დაიწყებს საქართველოსთან. ჯერ იქნება ულტიმატუმის ფორმით კონკრეტული მოთხოვნები, ასევე ნეიტრალიტეტის მოთხოვნაც. მაშინ ვნახავთ,  როგორ მოიქცევა ჩვენი ხელისუფლება. მათი ქცევა ან კრიტიკის საგანი გახდება ან  მათ მიერ გადადგმული ნაბიჯი მოსაწონი იქნება ჩვენთვის- აღნიშნა „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ლომიამ „ობიექტივის“ ეთერში.

„დღეს, საუბარი, რომ ნატოსკენ მივისწრაფით აღიზანებს რუსეთს. თუ 25 მარტს,  საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს წვრთნები ჩატარდება, ეს კონფლიქტის მიზეზად შეიძლება იქცეს. დღეს ჩვენი ხელისუფლებისთვის დაბალანსების პოლიტიკა რთული აღმოჩნდა, რადგან თავის დროზე   საკუთარი თავი ჩიხში შეიყვანა, დღეს ამ ჩიხიდან ვეღარ გამოდის და როდესაც ცოტათი ნათელი გახდება მსოფლიოს მომავალი, მაშინ მიიღებს გადაწყვეტილებას რა გზას დაადგეს, ეს იქნება ისევ ნატო და პერსპექტივა ნატოში თუ ეს იქნება ნეიტრალიტეტი.

მაგრამ ჩვენ, როგორც პრაგმატულად მოაზროვნე პოლიტიკური ძალა, ვითხოვთ, ახლავე ვისაუბროთ ნეიტრალიტეტზე,  რომ უახლოეს პერსპექტივაში სახელმწიფომ მიიღოს აღიარება, როგორც ნეიტრალურმა ქვეყანამ და დავიწყოთ ნორმალური ურთიერთობის შენება ჩვენს ყველა მეზობელთან“,- განაცხადა გიორგი ლომიამ გადაცემაში „სტუდია #8“.

დღის გადაცემები