„პატრიოტთა ერთიანი ფრონტი“ მოქმედების მეორე ეტაპე გადადის. ახალი პოლიტიკური ცენტრი უახლოეს მომავალში მოსახლეობასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრებს დაიწყებს. „პატრიოტთა ალიანსი“ და მის ირგვლივ გაერთიანებული პოლიტიკური პარტიები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები საპროტესტო აქციებსა და სამუშაო შეხვედრებს აანონსებენ. ახალი პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბებას მიესალმება საზოგადოება. მოსახლეობა აცხადებს, რომ ქვეყნის სათავეში ეროვნულ პატრიოტული ძალა უნდა მოვიდეს და „პარიოტთა ერთიანი ფრონტის“ შექმნა მათთვის ახალი პოლიტიკური დღის წესრიგის საწინდარია.
გადაცცემა სტუდია #8-ში პატრიოტა ერთიანი ფრონტის გეგმებსა და მიზნებზე ისაუბრა „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა. გიორგი ლომიამ განმარტა, თუ რატომ გახდა საჭირო 40 პოლიტიკური პარტიის და საზოგადოებრივი ორგანიზაციის გაერთიანება.
შეგახსენებთ, 20 იანვარს, „პატროტთა ალიანსის“ ირგვლივ 40 პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაცია გაერთიანდა, ფრონტის მიზანია დაიძლიოს ქვეყანაში პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზი, რომელსაც ქვეყანა 30 წელია ებრძვის და საქართველო გამოცხადდეს სამხედრო მიუმხრობელ ქვეყნად.