დღის სიახლეები
გიორგი ლომია - ნეიტრალიტეტზე საუბარი საქართველომ დროულად უნდა დაიწყოს! [ვიდეო]
გეოპოლიტიკური გამოწვევების წინაშე მყოფი საქართველო და უსაფრთხოების გარანტიების გარეშე დარჩენილი ქვეყანა. არსებულ რისკებზე პატრიოტთა ერთიან ფრონტში საუბრობენ. პოლიტიკურ ცენტრში ამბობენ, რომ აუცილებელია გონივრული პოლიტიკა და პრაგმატული ნაბიჯები, რათა ქვეყანა რთულ ვითარებაში გადარჩეს. ''პატრიოტთა ალიანსის'' ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ლომია ამბობს, რომ ნეიტრალიტეტზე საუბარი საქართველომ დროულად უნდა დაიწყოს, რადგან მისი შეფასებით, ნატოს წევრი ყველა ქვეყანა საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და ალიანსში მიღების შემთხვაშიც კი, ქვეყანას დახმარების იმედი არ უნდა ჰქონდეს. ნატოს დღეს ჩვენი მოქალაქეებიც აღარ ენდობიან და ქვეყნის ნეიტრალური სტატუსი, გამოსავლის გზად მიაჩნიათ.
მსგავსი
დღის გადაცემები