24.11.2024 | 21:25
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
გიორგი ლომია - "პატრიოტთა ალიანსი" ერთადერთი ძალაა, რომელიც სამართლიანობას აღადგენს!"
ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარის, გიორგი ლომიას განცხადებით, მათი გამარჯვების შემთხვევაში ქვეყანაში სამართლიანობა აღდგება და ყველა დამნაშავე პირი პასუხისგებაში მიეცემა. გიორგი ლომიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ყველა მივიდეს არჩევნებზე და შემოხაზოს 8 ნომერი, რადგან "პატრიოტთა ალიანსი" სწორედ ის ძალაა, რომელიც ქვეყანას უნდა მართავდეს და რომელსაც ულტიმატუმს ვერავინ წაუყენებს.
"ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში მოხდება სამართლიანობის აღდგენა. სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ყველა იმ დამნაშავე პირის პასუხისგებაში მიცემას, რომელზეც დღესაც აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და პროკურატურას სადღაც თაროზე აქვს შემოდებული. რატომ უდევს ეს საქმეები თაროზე?! ეს ჩვენს ხელისუფლებას უნდა ვკითხოთ. როდესაც ჩვენ აღვადგენთ სამართლიანობას, რაიმე არეულობის მომწყობი არავინ იქნება. მე მინდა ვთხოვო ჩვენს ამომრჩეველს, რომ თუ რაიმე სერიოზული დაბრკოლება არ არსებობს, აუცილებლად მიდით არჩევნებზე და შემოხაზეთ ნომერი 8! ეს აუცილებელია ჩვენი ქვეყნისთვის! რატომ უნდა მოვიდეს "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" ხელისუფლებაში? ისეთი ძალა უნდა მართავდეს ქვეყანას, რომელსაც ულტიმატუმს ვერ წაუყენებ და ვერ ეტყვი, რომ შენი ანგარიშები გაიყინება თუ არ შეასრულებ იმას, რასაც გეუბნები, ან მოგიწყობ ფერად რევოლუციას და ჩამოგაგდებ და ა.შ. ასეთი ძალა უნდა მართავდეს ქვეყანას!" - განაცხადა გიორგი ლომიამ.
დღის გადაცემები