24.11.2024 | 21:27
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
გიორგი ლომია - სანამ დაგვაჩოქებენ და ქართველის სისხლი დაიღვრება, მანამდე გვჭირდება  პრევენცია და რუსეთთან საუბარი

სანამ დამაჩოქებენ და ქართველის სისხლი დაიღვრება, მანამდე მჭირდება  პრევენცია და რუსეთთან საუბარი. თორემ თუ ხალხი დაგვეღუპა და ამოწყდა ქართველი, მაშინ საუბარს რა აზრი აქვს- განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ლომიამ „ობიექტივის“ეთერში. 

„ერთადერთი რაც უკრაინისთვის შეგვიძლია გავაკეთოთ, უნდა ვილოცოთ უკრაინელი ხალხისთვის.  ჩვენს მიერ გაგზავნილი წერილი არის პრევენცია და თუ ამ წერილზე სწორი რეაგირება მოხდა, გამოდის, რომ მივაღწიეთ შედეგს. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ზელენსკი ალაპარაკდა ნეიტრალიტეტზე.   თუ მას ექნება გარანტიები იგი თანახმაა ნეიტრალიტეტზე ესაუბროს რუსეთს. ვისგან უნდა მიიღოს ზელენსკიმ გარანტიები, როდესაც დაინახა, რომ მსოფლიომ თავის თავზე დაიწყო ზრუნვა და მიატოვა უკრაინა. ე.ი. მას გარანტიები სჭირდება რუსეთისგან. რუსეთი უნდა  გამოვიდეს  და ღიად თქვას, რომ ნეიტრალიტეტის შემთხვევაში აღარ მოხდება წითელი ხაზების დარღვევა. მავანს ჰგონია, რომ თუ რუსეთს არ აგინებ მონა ხარ და გეშინია, მაგრამ ხომ არსებობს პრაგმატული აზროვნება. გამოდის, რომ სანამ არ დაგვაჩოქებენ მანამდე არ ვამბობთ, რომ მზად ვართ საუბრისთვის. არ მინდა რომ დამაჩოქონ. სანამ დამაჩოქებენ და ქართველის სისხლი დაიღვრება, მანამდე მჭირდება  პრევენცია და რუსეთთან საუბარი. თორემ, თუ ხალხი დაგვეღუპა და ამოწყდა ქართველი, მაშინ საუბარს რა აზრი აქვს. ჩვენი მეფეები შვილებს აგზავნიდნენ მტრის ბანაკში და მძევლად ტოვებდნენ, რადგან ქვეყანა გადაერჩინათ. სწორედ ეს არის პატრიოტიზმი და არა ურაპატრიოტობა პოლიტიკური ქულების დასაწერად“- განაცხადა გიორგი ლომიამ გადაცემაში „სტუდია#8“.

დღის გადაცემები