24.11.2024 | 21:27
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
გიორგი ლომია: "ქვეყნის ტრაგედიაა, რომ ნორა კვიციანის მსგავსი უდანაშაულო ადამიანები ციხეში ხვდებოდნენ"

ასე გამოეხმაურა "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ლომია ნორა კვიციანის გარდაცვალებას. "მე მინდა ოჯახს ნორა კვიციანის გარდაცვალება მივუსამძიმრო. ეს არ არის მხოლოდ ოჯახის ტრაგედია. შემიძლია გითხრათ, რომ ეს ქვეყნის ტრაგედიაა. იმიტომ, რომ ქალბატონ ნორას ექვს წელზე მეტხანს მოუწია პატიმრობაში ყოფნა მხოლოდ იმის გამო, რომ მის ძმას, ბატონ ემზარ კვიციანს, სააკაშვილის რეჟიმი დევნიდა. იმ პერიოდში ზუსტად ასე იქცეოდა სააკაშვილის რეჟიმი. თუკი ვინმეს დაკავება უნდოდათ, ოჯახის წევრს იჭერდნენ, სვამდნენ ციხეში და ამის გამო უდანაშაულო ხალხი ციხეში ხვდებოდა. წარმოიდგინეთ, რომ ასეთ რეჟიმს ეძახდნენ დემოკრატიის შუქურას. ჩვენ დღეს ვსაუბრობთ სამართლიანობის აღდგენაზე, ვსაუბრობთ იმაზე, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება, მაგრამ იმ წარსულის გამოსწორებას ვერ ვახერხებთ, რომელიც ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს. წარსულის გამოსწორება მხოლოდ სამართლიანობის რეალური აღდგენით იქნებოდა შესაძლებელი, თუმცა, სამწუხაროდ, ეს არ მოხდა. ქალბატონმა ნორამ ექვს წელზე მეტი მოიხადა. ამდენი წელი სრულიად უდანაშაულო ადამიანი ციხეში იმყოფებოდა და ამ ტრაგედიაში იყო მისი ოჯახი. ქვეყნის ტრაგედიაა, რომ ნორა კვიციანის მსგავსი უდანაშაულო ადამიანები ციხეში ხვდებოდნენ", - განაცხადა გიორგი ლომიამ.

დღის გადაცემები