24.11.2024 | 21:11
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
გიორგი ლომია: "ჩვენი ხალხი ბრძენია. მათ ესმით, რომ საკუთარ ტერიტორიაზე მეორე უკრაინის გაჩენა საქართველოს საერთოდ განადგურება იქნება"

ასე ეხმაურება "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ლომია ბოლო პერიოდში როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით დესტრუქციული ძალების მხრიდან გახშირებულ პროვოკაციულ განცხადებებს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ტერიტორიაზე არეულობის გამოწვევასა და რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნას.
"სანამ არსებობს გუნდი, ჯგუფი თუ კონგლომერატი, რომელიც ყიდის იარაღს, ყოველთვის იქნება მოთხოვნილება, რომ ომი დაიწყოს, სიტუაცია აირიოს და ცხელი წერტილები გაჩნდეს. არა მარტო საქართველოში, არამედ ყაზახეთშიც, ბელორუსშიც, თურქმენეთში და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზეც იყო მცდელობა, რომ გადატრიალება მომხდარიყო. ჩვენ ვესაზღვრებით რუსეთს. მათი გადმოსახედიდან, რა თქმა უნდა, ყველაზე კარგი ადგილი ომისთვის საქართველოა, რომელსაც ისტორიიდან გამომდინარე რუსეთთან პრეტენზიები აქვს. საქართველო მათთვის ისეთი ადგილია, სადაც ყოველთვის შეიძლება, სიტუაცია არიო, დაძაბო და მეორე ფრონტი გახსნა, თუ, რა საკვირველია, ხალხი აჰყვა ამ მოთხოვნებს, ამ პროვოკაციებს და ამ ინტრიგნულ შემოთავაზებაში ბოლომდე მიჰყვა იმ ვიღაც ურა პატრიოტებს. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხალხი ბრძენია. მათ ესმით, რომ საკუთარ ტერიტორიაზე მეორე უკრაინის გაჩენა საქართველოს საერთოდ განადგურება იქნება. ჩვენ მხოლოდ სამი მილიონი ვართ, როდესაც უკრაინას ევროპაში შვიდი მილიონი მხოლოდ დევნილი ჰყავს. ტერიტორიულადაც ათჯერ პატარა ქვეყანა გვაქვს, ვიდრე უკრაინას. აქ თუ მეორე ფრონტი გაიხსნა, ვერანაირი შეიარაღება ვერ დაგვეხმარება. ასე რომ, უამრავი ხალხი გახდება დევნილი და ძალიან ბევრი დაიღუპება. და ისმის კითხვა: რის გამო, რისი გულისთვის გვჭირდება ეს? რეალურად ვინმეს სჯერა, რომ ეს ყველაფერი დემოკრატიისთვის და თავისუფლებისთვის ხდება?" - განაცხადა გიორგი ლომიამ.

დღის გადაცემები