დღის სიახლეები
გოგა ხაინდრავა ნორა კვიციანზე: "ძალიან სიმბოლურია, რომ მისმა პატიმრობამ ისე ჩაიარა, მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად უდანაშაულო იყო, ქართულ საზოგადოებას მისგან არცერთი სიტყვა არ გაუგია"
გოგა ხაინდრავამ ნორა კვიციანის ხსოვნას მიაგო პატივი.
"დღეს ქართულმა საზოგადოებამ დედა ქეთევანი, ერში ნორა კვიციანი, მიაბარა მიწას. ეს არის ქალბატონი, რომელიც ამ მტარვალებმა დაიჭირეს და რასაც წამება ჰქვია, ზუსტად ის იყო, რაც ნორა კვიციანმა გამოიარა. მძევლად ჰყავდათ მხოლოდ იმიტომ, რომ არ დაანება საკუთარი სამშობლოს გაყიდვა. დღეს მისი დასაფლავება იყო და მინდა ღმერთმა მისი სულ განაწესოს იქ, სადაც მართალნი განისვენებენ. ძალიან სიმბოლურია, რომ მისმა პატიმრობამ ისე ჩაიარა, არცერთი სიტყვა მისგან, მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად უდანაშაულო იყო, ქართულ საზოგადოებას არ გაუგია" - განაცხადა ხაინდრავამ.
დედა ქეთევანი (ნორა კვიციანი) გარდაიცვალა. ის 14 დეკემბერს დაკრძალეს.
მსგავსი
დღის გადაცემები