24.11.2024 | 21:54
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
გოგა ხაინდრავა: "ჭორებსა და ცილისწამებაზე აგებული ევროპა, ეს არ არის ევროპული ცნობიერება, ეს საბჭოთა ცნობიერებაა და იქიდან მოდის კუბილიუსი, ეს რასა, გორბაჩოვის პარტიის წევრები იყვნენ"

ჭორებსა და ცილისწამებაზე აგებული ევროპა, ეს არ არის ევროპული ცნობიერება, ეს საბჭოთა ცნობიერებაა და იქიდან მოდის კუბილიუსი, იქიდან მოდის ეს რასა, გორბაჩოვის პარტიის წევრები არიან, რას უნდა ელოდოთ მათგან, - ამის შესახებ რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ განაცხადა.

მისი თქმით, 308 ადამიანმა ხმა მისცა იმას, რაც არც წაუკითხავს.

"ზრდასრული ადამიანები იყვნენ, როდესაც საბჭოთა იდეოლოგიის გამტარები იყვნენ ლიტვაში. ახლაც იგივე იდეოლოგიის გამტარები არიან, ოღონდ ფარი აქვთ ამოფარებული, ვითომ ევროპაა. იქ არის კატასტროფა. 308 ადამიანმა ხმა მისცა იმას, რაც არც წაუკითხავს. როდესაც შენ აბსოლუტურ სიცრუეს, რომლის გარკვევას არაფერი არ სჭირდება გარდა იმისა, რომ იკითხო, რომ ეს ასეა თუ არა. ეს მეტყველებს ძალიან სერიოზულ კრიზისზე. საერთოდ ძალიან სერიოზული კრიზისია, 24 თებერვლის შემდეგ თავდაყირა დადგა მსოფლიო წესრიგი, თუ ამას წესრიგი შეიძლება დაერქვას. ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად და გონიერად. ბუნებრივია, ყველა ის მოთხოვნა, რაც საჭიროა იმისთვის, რომ ჩვენ ევროპული ცნობიერების ოჯახში გავერთიანდეთ და არა ევროპული ბიუროკრატიის, რომელმაც აბსოლუტური დეგრადაცია განიცადა, ეს არის საზოგადოებრივი ცნობიერება და არა ინსტიტუციონალური. ეს ყველაფერი აუცილებელია თითოეული ჩვენგანისთვის, რომ ის წესები და კანონები, ცხოვრების ის ნორმა, რაც მიღებულია ცივილიზებულ სამყაროში იყოს ჩვენთვისაც ხელმისაწვდომი", - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

დღის გადაცემები