რა პრობლემებია მთაწმინდაზე. რაიონში დღეს "პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იმყოფებოდა. გოდერძი ამაშუკელმა ავარიული შენობა-ნაგებობები და წლობით ამორტიზებული გზები დაათვალიერა.
ამორტიზებული საცხოვრებელი სახლები, დანგრეული ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლები, ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე მყოფი რაიონი და უმძიმესი სოციალურ -ეკონომიკური მდგომარეობა, ეს მთაწმინდის რაიონში არსებული რეალობაა.
მთაწმინდაზე მოსახლეობის დიდძალი ნაწილი სოციალურად დაუცველია, "პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარობის კანდიდატი, ადგილობრივებს ჰპირდება რომ მისი არჩევის შემთხვევაში რაიონის მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლება. გოდერძი ამაშუკელის თქმით, დედაქალაქს დახმარება სჭირდება და უკეთესი მომავლის ხედვა სწორედ "პატრიოტთა ალიანსს" აქვს. კანდიდატი მიიჩნევს, რომ პარტიული პროგრამა თბილისში არსებული პრობლემების მოგვარებას უზრუნველყოფს.