დღის სიახლეები
გონიო-კვარიათის სანაპიროზე სეზონური ჯიხურებისა და ბუნგალოების დაშლას ხმაური მოჰყვა
გონიო-კვარიათის სანაპიროზე სეზონური ჯიხურებისა და ბუნგალოების დაშლას, მეპატრონეებისა და თანამშრომლების მხრიდან პროტესტი მოჰყვა.
როგორც ისინი ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებენ, ტერიტორიაზე კანონიერად მუშაობდნენ და გადასახადებსაც იხდიდნენ. მათი თქმით, შემოსავლის წყარო სწორედ ეს იყო.
"დილიდან მძიმე ტექნიკა გონიო-კვარიათის სანაპიროზე იმყოფება და მცირე და საშუალო ზომის ბუნგალოებს, ასევე კაფეების დემონტაჟს ახორციელებს. მერიაში აცხადებენ, რომ მეპატრონეები არაერთხელ გააფრთხილეს, რომ დემონტაჟი დროულად მოეხდინათ. მოსახლეობისთვის ძირითადი შემოსავლის წყარო ეს იყო, ამიტომ როგორ განვითარდება მოვლენები არ ვიცით" - განაცხადა აქციაზე მყოფმა უფლებადამცველმა თამაზ ბაკურიძემ.
ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.
მსგავსი
დღის გადაცემები