24.11.2024 | 19:30
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
გონჩარენკო: "დროა, არესტოვიჩი გადადგეს"

უკრაინის რადას დეპუტატი ოლექსი გონჩარენკო უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის გადაყენებას ითხოვს. 

გონჩარენკოს განცხადებით, დნიპროში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შესახებ არესტოვიჩმა ცრუ განცხადებები გააკეთა. 

"დროა, არესტოვიჩი გადადგეს! ჩვენ, რადას სხვა დეპუტატებთან ერთად ვაგროვებთ ხელმოწერებს და ვითხოვთ პრეზიდენტის ოფისის სკანდალური მრჩევლის გადაყენებას. არესტოვიჩის წარმოდგენები დნიპროში საცხოვრებელი კორპუსის ჩვენი საჰაერო თავდაცვის გამო დანგრევის შესახებ სრულიად აკმაყოფილებს სახელმწიფო ღალატის კრიტერიუმებს", - განაცხადა ოლექსი გონჩარენკომ. 

ცნობისთვის, არესტოვიჩმა განაცხადა:

"რაკეტა, რომელიც დნიპროში საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო და დაცემისას აფეთქდა".

არესტოვიჩის ამ განცხადებას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის სპიკერი, იური იგნატი გამოეხმაურა.

"ყველას სურს, რომ ინფორმაცია საკუთარი რესურსებით გაავრცელოს, თუმცა ეს ხდება გადამოწმების გარეშე და შეუთანხმებლად... მთავარია, იყოს პირველი. უკვე ნახევარი წელია, ამაზე ვლაპარაკობ: რისი ჩამოგდება შეგვიძლია და რისი არა", - აღნიშნა იგნატმა.

შეგახსენებთ, რუსებმა 14 იანვარს დნიპროში მდებარე საცხოვრებელ კორპუსს "X-22" რაკეტით დაარტყეს.

დღის გადაცემები