"ქართული ოცნება" ჯერჯერობით არანაირ პოზიტიურ ნაბიჯს არ დგამს. თავს იწონებენ იმით, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს - "შედით პარლამენტში, მიიღეთ ამ გაყალბებული არჩევნების შედეგები!". ჩვენ პარლამენტში ვერ შევალთ, რადგან ეს იქნება ქვეყნისთვის ისეთი სიყალბის დაკანონება, საიდანაც შემდეგ ქვეყანა ვეღარ გამოვა. "ქართულ ოცნებას" არჩევნები არ ჩაუტარებია, ეს არ იყო არჩევნები! ჩვენ გვინახავს გაყალბებული არჩევნები, გვინახავს გაყალბების მცირე, საშუალო და მაღალი მასშტაბი, მაგრამ ეს არჩევნები აღარ იყო! არჩევნები გაყალბდა ტოტალურად, ამიტომ ამ არჩევნების შედეგების ცნობა არ შეიძლება! ასევე არ შეიძლება ამ არჩევნების შედეგად მოწვეულ პარლამენტს ჰქონდეს ლეგიტიმაცია! ამ სიყალბის დაკანონებით ჩვენ დავკარგავთ არჩევნებს და ქვეყანას, რადგან საქართველოში დემოკრატიული განვითარების შესაძლებლობა აღარ იქნება! თუ ამას დავეთანხმებით, ამ ქვეყანაში უკეთესი ხვალინდელი დღის მოლოდინი აღარ იქნება!"