შარლ მიშელთან შეხვედრიდან ოპოზიცია ოპტიმისტური განწყობით გამოვიდა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ხელისუფლების ოპონეტებმა დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრაზე 2020 წლის არჩეევნებზე გამოვლენილი დარღვევების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლის შემდეგ „ქართულ ოცნებას“ რომ დათმობაზე წასვლა მოუწევს ეჭვი არ ეპარებათ „პატრიოტთა ალიანსში“. პარტიის აღმასრულებელი მდვანი ამბობს, რომ შარლ მიშელის ვიზიტით საქათველოში არსებული ვითარებით, საერთაშორისო საზგადოების შეშფოთება კარგად გამოჩნდა.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა განცახდებით, გაჩნდა იმედი, რომ მარტის ბოლომდე მხარეები შეთანხმებას შეძლებენ. შეხვედრის შემდეგ მათ მედიასთან განაცხადეს, რომ ევროპელმა პოლიტიკოსმა საქართველოში არსებული კრიზისის განმუხტვისთვის მოლაპარაკების პროცესში აქტიურად ჩართვის მზაობა გამოთქვა.
ოპოზიციის დღის წესრიგი და მთავარი მოთხოვნა არ იცვლება. ძირითადი საკითხი, რაზეც ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ლიდერებმა ისაუბრეს რიგგარეშე არჩევნები და პოლიტიკოსი პატიმრების გათავისუფლებაა. გაიჟღერა პლებისციტის თემამ, თუმცა ამ საკითხში ოპოზიციური პარტიები ერთსულოვანნი არ არიან.