"პატრიოტთა ალიანსის" აღმასრულებელი მდივანი გოჩა თევდორაძე:
"დღეს ჩვენ ვნახეთ, რომ ხელისუფლებას სურს, დემოკრატიის თავისებური განმარტება შემოგვთავაზოს და დაგვიკანონოს ქვეყანაში. ხელისუფლება გვეუბნება, რომ არჩევნების ტოტალურად გაყალბება, ზეწოლა ამომრჩეველზე, მისი მოსყიდვა, სხვადასხვა კარუსელით მანიპულირება, ეს გახდეს კანონიერი ქმედება. ხელისუფლება გვეუბნება, რომ ცოტა ხანში, ალბათ, შემოვიღებთ სადამსჯელო ღონისძიებებს პარლამენტში. წითელ ღილაკზე დაჭერა ჩაითვლება საბოტაჟად. ასეთი აზრები როდესაც მოსდის თავში ადამიანს და ამ ადამიანზე იყო მინდობილი არჩევნების ჩატარება, მაშინ ცხადი ხდება, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა! როგორ შეიძლება, ოპოზიციაზე გავლენა მოახდინოს ასეთმა შანტაჟმა! ეს პირველი არ არის - უკვე მერამდენედ ხდება ოპოზიციის დაშანტაჟება მმართველი ძალის მიერ! ეს ვერანაირ შეღავათს ხელისუფლებას ვერ მისცემს! სულ 10-12 დღე დარჩა იმ დრომდე, რომ პარლამენტმა დაკარგოს ფუნქცია, დაკარგოს ლეგიტიმურობა. ამაზე გუშინ პირდაპირ მიუთითებდა ევროკავშირის ელჩი, როდესაც ამბობდა: "ჩვენ მოლაპარაკებისათვის იმიტომ ვიღვწით, რომ გვსურს ფუნქციური და ლეგიტიმური პარლამენტი საქართველოშიო!".