26.11.2024 | 20:43
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად გარდაცვლილებს 2 აგვისტოს წმინდა სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ

ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად გარდაცვლილებს 2 აგვისტოს წმინდა სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ, საიდანაც მოხდება მათი გასვენება, - ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.

"გუდაურის ტრაგედიამ და სამთავისისა და კასპის ეპისკოპოს დამიანეს (ხუფენია) გარდაცვალებამ საყოველთაო მწუხარება გამოიწვია; დიდია ჩვენი გულისტკივილიც.

ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად გარდაცვლილნი სამშაბათს, 2 აგვისტოს, 09:30 საათიდან დასვენებულნი იქნებიან წმინდა სამების საკათედრო ტაძარში და აქედან მოხდება მათი გასვენება 14:00 საათზე.

სამშაბათსვე, 14:00 საათზე, სამთავისის ტაძრის ეზოში დაიკრძალება მისი ყოვლადუსამღვდელოესობა, მეუფე დამიანე.

შევნიშნავთ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ანგელოზის დღესთან დაკავშირებული ყველა საზეიმო ღონისძიება აღნიშნულის გამო გაუქმდება", - აღნიშნულია განცხადებაში.

29 ივლისს, გუდაურთან, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩამოვარდა. ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით, ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა, მართვა დაკარგა. შსს-ს ინფორმაციით, ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა. დაშავებულია პარაპლანის ინსტრუქტორი, მასთან ერთად მყოფი უცხოელი ტურისტი კი გარდაცვლილია.

საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.

დღის გადაცემები