24.11.2024 | 18:07
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
გურამ მაჭარაშვილი:

"ნაციონალური მოძრაობის" დაშლა საკმაოდ კარგი პროცესია. ფაქტობრივად დაშლილია უკვე და რამდენ ნაწილად დაიშლება, ან როგორ გადანაწილდებიან, ტექნიკის საკითხია. რაც მთავარია, საზოგადოებას 2024 წელს ექნება საშუალება, რომ ოპოზიციაში შედარებით ნორმალური ძალები მოიყვანოს.

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ჩვენი, უმრავლესობის, გადაწყვეტილება, რეგისტრაციაში მონაწილეობაზე უარის თქმა, კარგი იმითაც არის, რომ ოპოზიცია დადის პარლამენტში და ისმენს მაინც რაღაცას, აღარ არის "პოლიტიკურ შატალოზე".
არ იციან, ჩვენ მივიღებთ, თუ არა მონაწილეობას რეგისტრაციაში და ამიტომაც დადიან - პირველი დადებითი მხარე ეს არის. ამ შემთხვევაში ბოიკოტი აღარ უნდათ, დადიან, თავიანთ ფუნქციას ასრულებენ და აღარ ეხვეწებიან თავმჯდომარეს, წელიწადში ერთხელ ძლივს ვიკრიბებით და იქნებ დღეს განიხილოთ, მერე აღარ გვცალია, ზოგი მივლინებაში მიდის და ზოგიც - საქეიფოდო. ეს არაერთხელ გაუკეთებიათ.
რაც შეეხება საგამოძიებო კომისიას, აშშ-ის ელჩმა ძალიან ნათლად აღნიშნა, რომ ის არ აპირებს არავისთან თანამშრომლობას, არანაირ მტკიცებულებაზე საუბარს, არც საიდუმლოდ და არც საჯარო სივრციდან აღებულზე. თავიდანვე ითქვა, რომ ეს იყო პირდაპირი გალაშქრება ქართული მართლმსაჯულების წინააღმდეგ.
ელჩმა ფაქტობრივად გვითხრა: რადგან ფული გადავიხადე, მოსამართლე დავიბარე და თქვენ გამკიცხეთ, ვერ იგებთ იმას, რომ ჩემი ხალხის დანიშვნა გვინდა სასამართლოსა თუ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ამიტომ პირდაპირ სანქციები დავუწესეთ მოსამართლეებს და ამით გაგაგებინებთო. მიუხედავად ამისა, ოპოზიციამ მაინც ვერ გაიგო ბოლომდე, ეს რას ნიშნავდა. ეგონა, რომ რაღაც ბრალდებები და მტკიცებულებები იქნებოდა და მოინდომა საგამოძიებო კომისიის შექმნა.
პირველი შეცდომა ოპოზიციამ მაშინ დაუშვა, როდესაც ვერ შეკრიბა 50 ადამიანი და პრეზიდენტს "დახუჭობანას" ეთამაშნენ და პირველ დღეს უთხრეს სხდომა მოიწვიეო, ხოლო მეორე დღეს - აღარ მოიწვიოო.
ახლა პროცედურულადაც ვერ ხვდებიან, როგორ უნდა შექმნან ეს კომისია, რადგან გუშინ იყო კითხვები ქალბატონ სამნიძესთან, რომელმაც ძირითად და დამაზუსტებელ კითხვებს პასუხი განა არასწორად გასცა, არამედ საერთოდ ვერ გასცა. მაგალითად, პირადად მე ვკითხე, დაიბარებდა თუ არა ელჩს. ჯერ არ გამცა პასუხი და დამაზუსტებელ კითხვაში თქვა, მე არ ვიცი, თავმჯდომარე ვიქნები, თუ არაო. შეეშინდა, საერთოდ სახელი და გვარიც ვერ ახსენა აშშ-ის ელჩის.
ქალბატონ სამნიძეს წავუკითხე კიდეც რეგლამენტის 61-ე მუხლი, სადაც პირდაპირ წერია, რომ კონკრეტული საკითხი თუ არ არის შესასწავლი, ისე კომისია ვერ შეიქმნება. კომისია იქმნება მხოლოდ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით.
სახელმწიფო დეპარტამენტმა პირდაპირ ჩაწერა, კორუფციასთან დაკავშირებით გვაქვს ინფორმაციები და ამიტომ ვუწესებთ სანქციებს მოსამართლეებსო. მათ არ უთქვამთ, რეფორმები არ ჩაატარეს ამ მოსამართლეებმა და ჩვენთვის სასურველი მოსამართლეები არ დანიშნესო. არა, კორუფციასთან დაკავშირებით გვაქვს ინფორმაციები, რომელთაც არ გეტყვითო.
ამერიკელები უკვე რადიკალურ ოპოზიციასაც აღარ ენდობიან. გგონიათ, იმ ამერიკელებს რამე წარმოდგენა აქვთ ქართულ ოპოზიციაზე?! კი ჰყავთ აგენტები, მაგრამ ყველაფერში არ ენდობიან, რადგან ხედავენ მათ ხარისხს. ზოგიერთმა ენაც არ იცის და ვერაფერს აგებინებენ.
როდესაც მომხსენებელი ხარ და 15-20 კითხვა ისმება იმის შესახებ, თუ რატომ ქმნი კომისიას, მინიმუმ არგუმენტად უნდა მოიშველიო კონკრეტული შემთხვევა, რომ, მაგალითად, რომელიმე კონკრეტული მოსამართლის შესახებ ამა და ამ საქმიდან გამომდინარე არის ეჭვი, რომ კორუფციაში იყო ჩართული, ფული აიღო და ჩვენ ეს უნდა გამოვიძიოთ. მსგავსი არაფერი უთქვამს. სასამართლოში არ ჩატარდა რეფორმები და ამიტომ შევქმნათ კომისიაო. ამის გამო, რეგლამენტის გათვალისწინებით, კომისია არ იქმნება. ეს არის პირველი მიზეზი, როს გამოც არ უნდა შეიქმნას ეს კომისია.
მეორე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, წარმოუდგენელია, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე შეიქმნას კომისია, დაიბარონ ხელისუფლების მესამე შტოს წარმომადგენლები და იქ მოჰკითხონ საკითხები, აბა, რა ხდება მესამე ხელისუფლებაში და ასე შემდეგ. ეს არის დაუშვებელი, პრინციპულად მიუღებელია. ამიტომაც მივიღეთ უმრავლესობამ გადაწყვეტილება, რომ საერთოდ კენჭის ყრაზეც კი არ დადგეს ეს საკითხი, რადგან, ელჩის განცხადება პირდაპირ იყო გალაშქრება ქართულ სუვერენულ სახელმწიფოზე.
როცა ჟურნალისტის კითხვაზე ელჩი ამბობს, სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება ჩემთვის სანდო არ არის, მე სხვა სანდო წყაროები მაქვს, ამიტომ ვერ დავუწესებ სანქციებს სააკაშვილს და დავუწესებ ამ მოსამართლეებსო, ამაზე მეტი რა უნდა გითხრას. ესე იგი ქართული კონსტიტუცია და კანონმდებლობა თუ ეწინააღმდეგება ელჩის სურვილს, ძალაში არის ელჩს სურვილი - ეს გვითხრა. მეტი როგორ აგვიხსნას იმ ადამიანმა, რომ უნდა, მისი ვასალები ვიყოთ?! ჩვენ ამას ვეწინააღმდეგებით, რა თქმა უნდა, რადგან პარტნიორული ურთიერთობა პარტნიორული ურთიერთობაა და რადიკალური ოპოზიცია ამას კი არ ეწინააღმდეგება, არამედ საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით ხელს უწყობს."
რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას", აქამდეც ითქვა, რომ ფაქტობრივად ორხელისუფლებიანობა ჰქონდათ, მაგრამ მომავალში უნდა ველოდოთ, რომ იქნება არა მხოლოდ ორხელისუფლებიანობა, არამედ რამდენიმე დაჯგუფება. ეს კარგი პროცესია. ისინი ფაქტობრივად დაშლილები არიან უკვე და რამდენ ნაწილად დაიშლება, ან როგორ გადანაწილდებიან, ტექნიკის საკითხია. რაც მთავარია, საზოგადოებას 2024 წელს ექნება საშუალება, რომ ოპოზიციაში შედარებით ნორმალური ძალები მოიყვანოს, რადგან ამ ადამიანებისთვის უკვე უცხო აღარ არის არც ომი და ღალატი, არც საკუთარი ამომრჩევლის "გადაგდება" და ლიდერების აქეთ-იქით გაქცევა".
დღის გადაცემები