26.11.2024 | 14:21
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
გურამ შარაძის მკვლელობიდან 15 წელი გავიდა

პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, სადაც საზოგადო მოღვაწის სახელობის ემიგრაციის მუზეუმია განთავსებული, ოჯახის წევრებმა, ახლობლებმა, მეგობრემა და თანამოაზრეებმა აკადემისკოსი კიდევ ერთხელ გაიხსენეს. რუსუდან შარაძის განმარტებით,  ეროვნულ ბიბლიოთეკაში გურამ შარაძის მიერ ლევილიდან ჩამოტანილი სასტამბო დანადგარი, ირაკლი ფარჯიანის  ტილო,"კლოუნი" და ასევე მისივე კოლექციიდან სოსიპატრე ასათიანის არქივი განთავსდა.

საქართველოს პარლამენტის მე-4 და მე-5 მოწვევის დეპუტატი, მეცნიერი და  აკადემიკოსი 2007 წლის 20 მაისს სააკაშვილის ხელისუფლების დაკვეთით მელიქიშვილის გამზირზე მოკლეს. ცეცხლსასროლი იარაღიდან 3-ჯერ ნასროლი ტყვიით მიყენებული ჭრილობების შედეგად გურამ შარაძე ადგილზე გარდაიცვალა.  

დღის გადაცემები