24.11.2024 | 20:24
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
დავით არახამია საქართველოს მორიგ ბრალდებას უყენებს

მორიგი პროვოკაცია უკრაინის მხრიდან და საქართველოს ომში ჩათრევის კიდევ ერთი მცდელობა. საქართველოს დაუსაბუთებელ ბრალდებას ამჯერად უკრაინის უმაღლესი რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე დავით არახამია უყენებს. მისი თქმით, რუსები ქართულ ბანკებს, ფინანსურ სისტემასა და ქართულ კომპანიებს დასავლეთის სანქციების რეჟიმის თავიდან ასაცილებლად იყენებენ. არახამიამ ვაშინგტონს ზომების მიღებისკენ მოუწოდა.

"თუ ხარ სანქცირებული რუსი, შედიხარ ინტერნეტში, ხსნი ქართულ კომპანიას, დისტანციურად ხსნი საბანკო ანგარიშს და იწყებ მუშაობას", განაცხადა დავით არახამიამ.

დღის გადაცემები