24.11.2024 | 22:23
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
დავით გარეჯის გასხვისების საკითხზე დამატებითი განმარტებები გაკეთდა

დავით გარეჯის გასხვისების საკითხზე დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში დამატებითი განმარტებები გაკეთდა. მინისტრის მოადგილის განცხადებით დელიმიტაციის კომისია იხელმძღვანელებს იმ მასალებით, რომლებიც არის იურიდიულად დასაბუთებული და გაამყარებს საქართველოს პოზიციებს. ლაშა დარსალიამ დასძინა, რომ ახლად მოპოვებული მასალების თანახმად  1:200 000 მასშტაბის რუკის ორიგინალი რომლის გამოუყენებლობის გამო ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას პროკურატურა ედავება, აზერბაიჯანთან მოლაპარაკების პროცესში საქართველოს პოზიციებს ამყარებს, საკვირველია ის ფაქტი რატომ არ მოქმედებდნენ ბრალდებულები ისეთი რუკების მიხედვით, რომელიც ისტორიულად საქართველოს მიკუთვნებულ საზღვრებს და მონაკვეთებს საქართველოს ფარგლებში აქცევდა.

 

საგამოძიებო უწყების რამდენიმეწლიანი დუმილის შემდეგ ე.წ  კარტოგრაფების საქმეში, ახალი ფიგურანტის გამოჩენამ საქმეს სხვაგავარი განვითარება მისცა.  ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა ქართულ მხარეს დავით გარეჯის რუკების ორიგინალები გადასცა. 1938 წელს შედგენილი რუკა  წლების განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა.

დღის გადაცემები