24.11.2024 | 23:31
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
დავით გარეჯის საქმეზე  სასამართლო პროცესი განახლდა [ვიდეო]

დავით გარეჯის საქმეზე  სასამართლო პროცესი განახლდა. დღევანდელ პროცესზე მამუკა არეშიძე გამოიკითხა, რომელმაც აღნიშნა რომ 2007 წელს როდესაც გაჭირდა მიმოსვლა ჩავიდა გარეჯში მისივე განმარტებით ხვდებოდა, რომ აზერბაიჯანის მხრიდან საქართველოს არსებულ ხელისუფლებასთან კითხვები ჰქონდა, თუმცა ვერცერთზე მიიღო პასუხი.

ჩვენების მიცემისას არეშიძემ განაცხადა რომ 1999 წლიდან უსაფრთხოების თემებით იყო დაკავებული. მამუკა არეშიძე იხსენებს, რომ მელაშვილს კაბინეტში შეხვდა იმ დროს,  როდესაც ის  რუსეთ-საქართველოს საზღვრარზე კერძოდ მამისონზე მუშაობდა. არეშიძე იხსენებს, რომ მელაშვილმა თავი არაკომპეტენტურად აგრძნობინა და რომ ეს დიდი პოლიტიკის თემა იყო. 

 

„მრჩებოდა შთაბეჭდილება, კომისია, რომელიც ამდენი წელი მუშაობდა, გარკვეული ბარიერის წინაშე აღმოჩნდა და ეს ბარიერი 2006 წლის შუალედური დასკვნა იყო. ამის მერე მოხდა რაღაცების გააქტიურება. ამასობაში მესაზღვრეები გაჩნდნენ. ამ ინფორმაციებმა, ანალიზმა მიმიყვანა იმ დასკვნამდე, რომ იქმნდებოდა არაჯანსაღი ვითარება, რომ რაღაცა პოლიტიკური გადაწყვეტილება ან მიღებულია ან უნდა მიიღონ. 2016 წლიდან მეც მოვინდომე ამ საქმეში ჩართვა, რასაც ჰქვია რუკების პოვნა. ჩემმა აზერბაიჯანელმა კოლეგამ მითხრა, როგორი ტიპის რუკა უნდა ყოფილიყო, გადავამოწმე და გავარკვიე, რომელი რუკა უნდა ყოფილიყო“-აცხადებს მამუკა არეშიძე.

 

დღევანდელ სასამართლო პროცესს ივერი მელაშვილი და მისი ადვოკატიც ესწრებოდა. მელაშვილი ყველა ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს. მიაჩნია, რომ დავით გარეჯის საქმე პოლიტიკური გადაწყვეტილების შედეგია. მიაჩნია, რომ კომისიის მუშაობაში გადაცდომა არ ყოფილა. 200 000-იან რუკას არარელევანტურს უწოდებს ადვოკატი.

დღის გადაცემები