დღის სიახლეები
დავით თარხან-მოურავი - “ბიუჯეტის 4 % უნდა იყოს გამოყოფილი მუნიციპალურ მშენებლობაზე“
"საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარემ დავით თარხან-მოურავმა "ობიექტივის" ეთერში პარტიის პროგრამულ ნაწილზე ისაუბრა და მუნიციპალურ ბინათმშენებლობაზე გაამახვილა ყურადღება. თარხან-მოურავმა აღნიშნა, რომ ოჯახებმა ბინის შეძენა უნდა შეძლონ გრძელვადიანი განვადებით, ყოველგვარი პროცენტის გარეშე.
"ბიუჯეტის 4 % უნდა იყოს გამოყოფილი მუნიციპალურ მშენებლობაზე. ეს ხდება ყველა ქვეყანაში. არიან ოჯახები, რომლებსაც არასოდეს ექნებათ საშუალება, ბინა იყიდონ. აუცილებლად უნდა იყოს მუნიციპალური ბინათმშენებლობა და ბინები უნდა მიიღონ ისეთმა ოჯახებმა, რომლებიც თავის თავს ვერასოდეს უზრუნველყოფენ საცხოვრისით, ასევე ახალგაზრდა ოჯახებმა, რომელთაც ბინის შეძენის არანაირი საშუალება არ აქვთ. ზოგ შემთხვევაში ბინა უნდა გადაეცეს მეპატრონეს სრულიად უფასოდ. სხვა შემთხვევაში ეს უნდა იყოს 40-წლიანი განვადება, ყოველგვარი პროცენტის გარეშე", - განაცხადა "პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარემ დავით თარხან-მოურავმა.
მსგავსი
დღის გადაცემები