ევროპელი ლიდერები მიხვდნენ, რომ თამაშმა - ნატოში შეგიყვანთ, ნატოს კარი ღიაა - ტრაგიკული შედეგი იქონია 42 მილიონიანი ერისთვის- განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარემ, დაივთ თარხან-მოურავმა გადაცემაში „სტუდია #8“.
„გაეროში უკრაინის ელჩმა გააკეთა განცხადება, რომ უკრაინა მზად არის ნეიტრალიტეტისთვის. უკრაინამ პუნქტიც კი მოძებნა წინა კონსტიტუციაში და დოკუმენტებში, რომელიც ხელს უწყობს ამ ნეიტრალიტეტს. განცხადებების მეორე ნაწილი ეკუთვნის ევროპელ ლიდერებს. რომლებიც აღარ მალავენ, რომ უკრაინას არასოდეს არ მიიღებენ ნატოში.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი პირდაპირ ამბობს, რომ ისინი იძლეოდნენ დაპირებებს, რომლის შესრულებაც შეუძლებელი იყო და ამ დაპირებებმაც გამოიწვია ომი უკრაინაში.
ანალოგიური განცხადებები გააკეთა გერმანიის კანცლერმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა და რადიკალურად განწყობილი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონიც ალაპარაკდა იმაზე, რომ ამ რთულმა საკითხმა შეიძლება მთელი ევროპა ომში გახვიოს და ეს ევროპამ არ უნდა დაუშვას. ევროპელი ლიდერები მიხვდნენ, რომ თამაშმა - „ნატოში შეგიყვანთ, ნატოს კარი ღიაა“ - ტრაგიკული შედეგი იქონია 42 მილიონიანი ერისთვის,“-განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.